როგორ მუშაობს
ჩვენ ვყიდით პრემიუმ .GE დომენებს, ცხადი ფასებით და პროფესიონალური მიდგომით
მომხმარებლები თქვენს კომპანიაზე ადრე მის სახელს ეცნობიან. პირდაპირი, ცხადი .GE დომენი ბრენდს ძლიერ სტარტს აძლევს და კომუნიკაციაში მუშაობას აგრძელებს მანამ, სანამ თავად ეს ბრენდი არსებობს (ზოგჯერ, მის შემდეგაც).
საფუძვლები
რას ნიშნავს დომენის ყიდვა
დომენი თქვენი ბიზნესის მისამართია ინტერნეტში: სახელი, რომელსაც ხალხი კრეფს თქვენს ვებსაიტზე მოსახვედრად (ასევე, თქვენი პროფესიონალური ელფოსტის ნაწილი @-ის შემდეგ).
დომენი, რომელსაც ჯერ არავინ ფლობს, რეგისტრირდება რომელიმე რეგისტრატორთან, .GE-სთვის წლიური ~50 ₾ გადასახადით. უკვე დარეგისტრირებული დომენის სხვა მფლობელზე რეგისტრაცია შეუძლებელია, ისევე, როგორც ერთი ტელეფონის ნომერი ვერ ექნება ორ აბონენტს. უკვე დაკავებული დომენის მოსაპოვებლად, ერთადერთი გზა მისი მფლობელისგან ყიდვაა.
სწორედ ასეთი დომენებია ჩვენს კატალოგში: ხარისხის მიხედვით შერჩეული, დარეგისტრირებული პრემიუმ სახელები ბიზნესის მრავალი მიმართულებისთვის.
.GE ზონა
71 360 დომენი უკვე რეგისტრირებულია უშუალოდ .GE-ზე
38 480
იყო რეგისტრირებული 2019 წლის ივლისში.
+85%
დომენების რაოდენობის ზრდა 7 წელიწადში.
თუ თქვენს ახალ ბრენდს საკუთარი .GE სჭირდება, ეს არის 71 000-ზე მეტი დომენი, რომელსაც უბრალოდ ვეღარ დაარეგისტრირებთ.
წყარო: nic.ge, 2026 წლის ოქტომბერი.
ღირს თუ არა
გჭირდებათ თუ არა პრემიუმ დომენი?
ყოველთვის არა.
თუ იპოვით თავისუფალ დომენს, ცხადს და შესაფერისს თქვენი ბრენდისთვის, გადაუდებლად დაარეგისტრირეთ, წელიწადში მხოლოდ ~50 ₾ დაგიჯდებათ და სხვა ვეღარ დაიკავებს, შეიძლება მომავალში გაყიდოთ კიდეც.
ზოგჯერ კი.
პრემიუმ დომენის ყიდვა შეიძლება მაშინ ღირდეს, როცა თქვენი სასურველი სახელი უკვე დარეგისტრირებულია, ან როცა დარჩენილი თავისუფალი დომენები უფრო სუსტია, ვიდრე ბრენდი, რომელსაც აშენებთ.
როგორ ხდება შეძენა
- 1
მოთხოვნის გაგზავნა
გვითხარით მყიდველის რეკვიზიტები და სად გამოვაგზავნოთ დოკუმენტები. (მოთხოვნით დომენი არ იჯავშნება)
- 2
დოკუმენტების მიღება
შესყიდვის ხელშეკრულებას და პროფორმა ინვოისს ელფოსტაზე მიიღებთ შპს პრემიუმ სახელებისგან.
- 3
ხელმოწერა და გადახდა
კონტრაქტის გაფორმებისთანავე დომენი საიტიდან იმალება და გადახდამდე იჯავშნება, 2 სამუშაო დღის მანძილზე.
- 4
დომენის გადაფორმება
გადახდის შემდეგ, გეხმარებით დომენის თქვენს რეგისტრატორთან გადატანაში.
შენაძენის გაუქმება და თანხის დაბრუნება ნებისმიერ დროს შეგიძლიათ.
შენაძენი საბოლოოა, პრემიუმ დომენი თქვენი საკუთრებაა.
კითხვები
რას კითხულობენ მყიდველები
Best.GE არის პრემიუმ .GE დომენების კურირებული კოლექცია იმ ბიზნესებისთვის, რომლებიც ახალ ბრენდებს ქმნიან. კატალოგში თითოეული სახელი ჩვენი შერჩეულია და ფიქსირებული ფასი აქვს.
Best.GE-სგან. კატალოგში თითოეულ დომენს ვარჩევთ, ვაფასებთ და ვყიდით ჩვენ. ყიდვის მოთხოვნიდან ტრანსფერამდე თქვენთან ერთი და იგივე გუნდი იქნება კონტაქტზე.
პრემიუმ დომენი ხასიათდება მისი თვისებებით და არა უბრალოდ მაღალი ფასით. ასეთი დომენი არის ლექსიკონური სიტყვა ან ცნობილი ტერმინი, მოკლე, მარტივად დასაწერი და წარმოსათქმელი და სანდო ერთზე მეტი ტიპის ბიზნესისთვის. თითოეული დომენის გვერდზე მითითებულია ის თვისებები, რაც მას ძლიერ სახელად აქცევს.
შეგიძლიათ, თუმცა ყველა ქვეყანაში, ძლიერი სახელები დიდი ხნის დაკავებულია. რეგისტრატორს შეუძლია მოგყიდოთ ნებისმიერი სახელი, რომელსაც ჯერ არავინ ფლობს, მაგრამ მოკლე, გავრცელებული სიტყვები იშვიათადაა თავისუფალი. ჩვენ ვყიდით ხარისხის მიხედვით შერჩეულ, უკვე რეგისტრირებულ სახელებს ფიქსირებულ ფასად და უზრუნველვყოფთ დომენის სრულად გადაფორმებას თქვენს სახელზე.
არა, ეს მაღაზიაა და არა მარკეტფლეისი. თითოეული ფასი განსაზღვრულია Best.GE-ის გუნდის მიერ და არცერთი მყიდველი არ იხდის მეტს, "ნაკლებად შევაჭრების" გამო. მითითებული ფასი საბოლოოა და არა - საწყისი შეთავაზება.
თავად დომენი, რომელიც თქვენს მიერ შერჩეულ რეგისტრატორთან თქვენს სახელზე გადმოფორმდება. ჰოსტინგი, ელფოსტა, ვებსაიტი, სავაჭრო ნიშანი ან სხვა ელემენტები ფასში არ შედის, ამ ყველაფერს ააწყობთ მას შემდეგ, რაც დომენი თქვენი გახდება.
ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, საქართველოში თუ საზღვარგარეთ. .GE დომენების რეესტრი რეზიდენტებსა და არარეზიდენტებს .GE დომენების ფლობის თანაბარ უფლებას აძლევს. ყიდვის მოთხოვნაში მიუთითეთ, ვინ არის მყიდველი და ჩვენ შესყიდვის ხელშეკრულებასა და ინვოისს მის სახელზე მოვამზადებთ.
არა. დომენი თქვენთვის იჯავშნება ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის მომენტიდან გადახდის ვადის ამოწურვამდე (ხელშეკრულების გაფორმებიდან ორი სამუშაო დღის განმავლობაში). ხელის მოწერამდე დომენი რჩება გასაყიდად, თუმცა პრიორიტეტი ენიჭება პირველ მიღებულ მოთხოვნას, რომლის ხელშეკრულებასაც ხელი მოეწერება.
ჩვენ დაგიკავშირდებით 1 სამუშაო დღეში, ხოლო მითითებულ ელფოსტაზე მიიღებთ შესყიდვის ხელშეკრულებასა და პროფორმა ინვოისს.
ამ დროს, დომენის ჯავშანი უქმდება, იგი გაყიდვაში ბრუნდება და შეგიძლიათ გააგზავნოთ ახალი მოთხოვნა.
საბანკო გადარიცხვით შპს-ს ანგარიშზე, ხელშეკრულებასთან ერთად გამოგზავნილი ინვოისის საფუძველზე, ხელმოწერიდან ორი სამუშაო დღის განმავლობაში. საქართველოში მყოფი მყიდველებისთვის ინვოისი იწერება ლარში, ყიდვის მოთხოვნის დღეს არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით, ხოლო საზღვარგარეთ მყოფი მყიდველებისთვის - აშშ დოლარში.
თანხის ჩარიცხვისთანავე გიგზავნით ტრანსფერის კოდს, თითო დომენზე თითოს. ამ კოდს იყენებთ თქვენს რეგისტრატორთან დომენის გადასაფორმებლად. პროცესის სისწრაფე თქვენს რეგისტრატორზეა დამოკიდებული.
თითოეული გაყიდული დომენის ტრანსფერი ხდება domenebi.ge-დან (ჩვენი რჩეული რეგისტრატორიდან), ამიტომ domenebi.ge-ს ანგარიშის ქონის შემთხვევაში, ტრანსფერი ერთი რეგისტრატორის შიგნით, უფრო სწრაფად მოხდება. თუმცა, დომენის გადასატანად ნებისმიერი აკრედიტებული .GE რეგისტრატორი გამოგადგებათ.
საჭიროების შემთხვევაში, ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ დომენის გადაფორმებაში.
მხოლოდ ყოველწლიური განახლების საფასური, რომელსაც უხდით თქვენს რეგისტრატორს და არა ჩვენ. უმეტეს რეგისტრატორთან .GE დომენის განახლება წელიწადში დაახლოებით 50 ₾ ჯდება, ხოლო ორასოიანი .GE დომენის - წელიწადში 900 ₾.
არა. დომენი არის მისამართი, სავაჭრო ნიშანი კი ცალკეული უფლებაა, რომელიც კონკრეტული ქვეყნებისთვის და კონკრეტული საქონლისა და მომსახურებისთვის რეგისტრირდება. საქართველოში სავაჭრო ნიშნებს არეგისტრირებს საქპატენტი. სანამ სახელზე ბრენდს ააშენებთ, მოძებნეთ სავაჭრო ნიშნების რეესტრები თქვენს სფეროში ან მიმართეთ იურიდიულ კონსულტანტს. ჩვენ არ ვარეგისტრირებთ სავაჭრო ნიშნებს დომენების მყიდველებისთვის.
დიახ, დომენის გადაფორმებამდე - ნებისმიერ დროს, თანხის სრული დაბრუნებით. ტრანსფერის დასრულების შემდეგ, შენაძენი საბოლოოა.
არა. გაყიდული დომენი სამუდამოდ იშლება ჩვენი საიტიდან და შესყიდვის ხელშეკრულება კონფიდენციალურია.
შემდეგი ნაბიჯი
იპოვეთ სახელი თქვენი ბრენდისთვის
ჩვენს კატალოგში თითოეული დომენი ბიზნესისთვის არის შერჩეული: მოკლე, ცხადი და მზად, რომ მასზე ოცნების ბრენდი ააშენოთ.











