როგორ მუშაობს

ჩვენ ვყიდით პრემიუმ .GE დომენებს, ცხადი ფასებით და პროფესიონალური მიდგომით

მომხმარებლები თქვენს კომპანიაზე ადრე მის სახელს ეცნობიან. პირდაპირი, ცხადი .GE დომენი ბრენდს ძლიერ სტარტს აძლევს და კომუნიკაციაში მუშაობას აგრძელებს მანამ, სანამ თავად ეს ბრენდი არსებობს (ზოგჯერ, მის შემდეგაც).

საფუძვლები

რას ნიშნავს დომენის ყიდვა

დომენი თქვენი ბიზნესის მისამართია ინტერნეტში: სახელი, რომელსაც ხალხი კრეფს თქვენს ვებსაიტზე მოსახვედრად (ასევე, თქვენი პროფესიონალური ელფოსტის ნაწილი @-ის შემდეგ).

დომენი, რომელსაც ჯერ არავინ ფლობს, რეგისტრირდება რომელიმე რეგისტრატორთან, .GE-სთვის წლიური ~50 ₾ გადასახადით. უკვე დარეგისტრირებული დომენის სხვა მფლობელზე რეგისტრაცია შეუძლებელია, ისევე, როგორც ერთი ტელეფონის ნომერი ვერ ექნება ორ აბონენტს. უკვე დაკავებული დომენის მოსაპოვებლად, ერთადერთი გზა მისი მფლობელისგან ყიდვაა.

სწორედ ასეთი დომენებია ჩვენს კატალოგში: ხარისხის მიხედვით შერჩეული, დარეგისტრირებული პრემიუმ სახელები ბიზნესის მრავალი მიმართულებისთვის.

პრემიუმ დომენები

რა ხდის დომენს პრემიუმს

პრემიუმ დომენი არის სახელი, რომელსაც შეუძლია ბრენდისთვის რეალური საქმე აკეთოს. ის მოკლე და ადვილად დასამახსოვრებელია. ვინც მას ერთხელ მოისმენს, უშეცდომოდ აკრეფს. ის საკმარისად ფართოა იმისთვის, რომ მასზე საკუთარი ბრენდი ააშენოთ და როგორც წესი, ლექსიკონური სიტყვა ან გავრცელებული ტერმინია, ქართულად ან ინგლისურად.

სწორად გამოყენებისას, ასეთი სახელი ბრენდს მარტივად დასამახსოვრებელს, გამოსათქმელს და ასაკრეფს ხდის. მაღალი ფასი დომენს პრემიუმს არ ხდის, ამას მისი მახასიათებლები განაპირობებს.

.GE ზონა

71 360 დომენი უკვე რეგისტრირებულია უშუალოდ .GE-ზე

38 480

იყო რეგისტრირებული 2019 წლის ივლისში.

+85%

დომენების რაოდენობის ზრდა 7 წელიწადში.

თუ თქვენს ახალ ბრენდს საკუთარი .GE სჭირდება, ეს არის 71 000-ზე მეტი დომენი, რომელსაც უბრალოდ ვეღარ დაარეგისტრირებთ.

წყარო: nic.ge, 2026 წლის ოქტომბერი.

ღირს თუ არა

გჭირდებათ თუ არა პრემიუმ დომენი?

ყოველთვის არა.

თუ იპოვით თავისუფალ დომენს, ცხადს და შესაფერისს თქვენი ბრენდისთვის, გადაუდებლად დაარეგისტრირეთ, წელიწადში მხოლოდ ~50 ₾ დაგიჯდებათ და სხვა ვეღარ დაიკავებს, შეიძლება მომავალში გაყიდოთ კიდეც.

ზოგჯერ კი.

პრემიუმ დომენის ყიდვა შეიძლება მაშინ ღირდეს, როცა თქვენი სასურველი სახელი უკვე დარეგისტრირებულია, ან როცა დარჩენილი თავისუფალი დომენები უფრო სუსტია, ვიდრე ბრენდი, რომელსაც აშენებთ.

როგორ ხდება შეძენა

  1. 1

    მოთხოვნის გაგზავნა

    გვითხარით მყიდველის რეკვიზიტები და სად გამოვაგზავნოთ დოკუმენტები. (მოთხოვნით დომენი არ იჯავშნება)

  2. 2

    დოკუმენტების მიღება

    შესყიდვის ხელშეკრულებას და პროფორმა ინვოისს ელფოსტაზე მიიღებთ შპს პრემიუმ სახელებისგან.

  3. 3

    ხელმოწერა და გადახდა

    კონტრაქტის გაფორმებისთანავე დომენი საიტიდან იმალება და გადახდამდე იჯავშნება, 2 სამუშაო დღის მანძილზე.

  4. 4

    დომენის გადაფორმება

    გადახდის შემდეგ, გეხმარებით დომენის თქვენს რეგისტრატორთან გადატანაში.

ტრანსფერამდე

შენაძენის გაუქმება და თანხის დაბრუნება ნებისმიერ დროს შეგიძლიათ.

ტრანსფერის შემდეგ

შენაძენი საბოლოოა, პრემიუმ დომენი თქვენი საკუთრებაა.

კითხვები

რას კითხულობენ მყიდველები

შემდეგი ნაბიჯი

იპოვეთ სახელი თქვენი ბრენდისთვის

ჩვენს კატალოგში თითოეული დომენი ბიზნესისთვის არის შერჩეული: მოკლე, ცხადი და მზად, რომ მასზე ოცნების ბრენდი ააშენოთ.